უდინეზე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

გოგლიჩიძის ოფიციალური დებიუტი - უდინეზე თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა

იტალიის თასის 1/32 ფინალში საბა გოგლიჩიძის „უდინეზე“ საკუთარ მოედანზე „კარარეზეს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 75-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე 2:0 იყო. 15 წუთის განმავლობაში გოგლიჩიძის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 21 შეხება, 19-დან 17 ზუსტი პასი (89%), 1 ართმევა, 2 დაკარგვა. Sofascore-ზე მისი თამაში 6.6 ქულით შეფასდა.

საბა გოგლიჩიძის ყველა ეპიზოდი:

რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, „უდინეზემ“ ანგარიში 43-ე წუთზე, ატას გოლით გახსნა, 59-ე წუთზე კი ბრავომ სვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

შესაბამისად, საბა გოგლიჩიძემ უდინელთა რიგებში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, აქამდე კი პრესეზონზე, ამხანაგურ შეხვედრებშიც ითამაშა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი სერია A-ში პირველ შეხვედრას 25 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ვერონას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ამან მოახდინა“ | შტურმის თავკაცმა კიტეზე ისაუბრა
„ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ამან მოახდინა“ | შტურმის თავკაცმა კიტეზე ისაუბრა