თორნიკე შენგელია, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ყველაზე შეუპოვარი და მონდომებული კაპიტანია“ - ბაბიაშვილი შენგელიასა და ნაკრებზე

28 აგვისტოდან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტში ჩაერთვება და კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს, რაც მართლაც რომ არაჩვეულებრივი მიღწევაა. როგორც ქართული კალათბურთის გულშემატკივრები, ასევე ვეტერანი მოთამაშეები ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის შანსებს საკმაოდ ოპტიმისტურად აფასებენ და მათ რიგებს მიეკუთვნება ზვიად ბაბიაშვილი, რომელსაც საკლუბო კარიერის მანძილზე „თსუ“-ში, „აზოტში“, „სტუ“-ში, „ბასკოში“, „არმიასა“ და აზერბაიჯანის „გალაში“ უთამაშია. საქართველოს ეროვნულ გუნდში კი 2 მატჩში იასპარეზა და პარკეტზე გატარებულ 14 წუთში 14 ქულასთან ერთად, 5 მოხსნა დააგროვა.

ზვიად ბაბიაშვილი

საქართველოს ნაკრების თითოეული კალათბურთელის მეიმედება, თუმცა არ შემიძლია კაპიტანი განსაკუთრებულად არ აღვნიშნო. ის ყველაზე შეუპოვარი და მონდომებული მოთამაშეა, რომელიც მუდამ ათასი პროცენტით იხარჯება და როგორც თანაგუნდელებისთვის, ასევე მთლიანად საკალათბურთო სამყაროში ყველასთვის მისაბაძი ადამიანია.

ჯგუფიდან აუცილებლად უნდა გავიდეთ და ამის ბოლომდე მჯერა. ისეთი შემადგენლობაა საქართველოს ნაკრებში თავმოყრილი, რომ არამხოლოდ ბოსნიასთან და კვიპროსთან, არამედ ბერძნებთან და იტალიელებთან ტოლსწორად თამაში და გამარჯვება შეგვიძლია. ერთადერთი ესპანეთია ის გუნდი, რომელიც წლებია სტაბილურად მაღალ დონეზე გამოდის, საოცრად შეთამაშებულია და მათთან გამკლავება იოლი არ იქნება.

ცნობისათვის, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს 28 აგვისტოს, სწორედ ესპანელებთან თამაშით დაიწყებს და ევროპის მოქმედ ჩემპიონებთან მატჩი სტარტს თბილისის დროით, 16:00 საათზე აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის - იანისმა შესაძლოა ევრობასკეტზე არ ითამაშოს
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის - იანისმა შესაძლოა ევრობასკეტზე არ ითამაშოს