მერაბ დვალიშვილი, ხამზატ ჩიმაევი, შონ ომალი
Aa
Aa

„გაუმართლა სხვა წონაში რომ ვიბრძვი“ - ომალიმ ჩიმაევზე ისაუბრა

დრიკუს დუ პლესისა და ხამზატ ჩიმაევის საჩემპიონო დაპირისპირების თაობაზე, სადაც დაუმარცხებელმა ჩეჩენმა ბრწყინვალე სვლა განაგრძო და ცალსახა უპირატესობით გაიმარჯვა, კომენტარი UFC-ის თითქმის ყველა მებრძოლმა გააკეთა. ბუნებრივია, გამონაკლისს არ წარმოადგენს შონ ომალი, რომელიც როგორც ხშირად ხდება, ამჯერადაც არაორდინალური განცხადებით გამოირჩა, რითაც საკმაოდ ბევრისგან ირონიული დამოკიდებულება და დაცინვა დაიმსახურა.

შონ ომალი

ხამზატ ჩიმაევს გაუმართლა, რომ არა საშუალო, არამედ სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში ვიბრძვი. შეიძლება ბევრს გაეცინოს, მაგრამ ღმერთს ვფიცავარ ასეა. ჩემი აზრი ასეთია - ეს ჩხუბი დრიკუსის გულმა და მებრძოლმა ხასიათმა მოიგო. ალბათ უფრო სამართლიანი იქნებოდა ბრძოლებში გამარჯვებულებს ბოლო რაუნდების მიხედვით ავლენდნენ - ასეთ შემთხვევაში დუ პლესიც გაიმარჯვებდა და მერაბ დვალიშვილთან პირველ დაპირისპირებაში მეც მოგებული დავრჩებოდი.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში შონ ომალი მერაბ დვალიშვილს ორჯერ ებრძოლა და თუ პირველ შემთხვევაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, მეორე ჯერზე ქართველმა „მანქანამ“ „შუგა“ საბმიშენით დააფინიშა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„2023-ში დვალიშვილს ცალი ხელით ვეჩხუბე“ - იანს მერაბთან რემატჩი სურს
„2023-ში დვალიშვილს ცალი ხელით ვეჩხუბე“ - იანს მერაბთან რემატჩი სურს