ილია თოფურია, ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

„P4P-ში პირველი ნომერი უნდა ვიყო“ | ჩიმაევი ფიქრობს, რომ UFC-ში საუკეთესო მებრძოლია

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონია. სატიტულო შეხვედრაში „ბორზი“ დრიკუს დუ პლესის დაუპირისპირდა და სამხრეთ აფრიკელი მებრძოლი დომინანტურ სტილში დაამარცხა. ხამზატმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო, თუმცა არანაირი კითხვის ნიშანი არ დაუტოვებია.

დუ პლესისთან გამართული ორთაბრძოლის შემდეგ ჩიმაევმა UFC-ის Pound for pound რეიტინგზე ისაუბრა. ხამზატის თქმით, ტოპ 15-ში ცვლილებებია გასატარებელი და ილია თოფურიას ნაცვლად პირველი ადგილი მან უნდა დაიკავოს.

„არ მადარდებს, Pound for pound რეიტინგს ვინ ადგენს, თუმცა, რა თქმა უნდა, პირველი ნომერი უნდა გავხდე“, - განაცხადა ჩიმაევმა ESPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ Pound for pound რეიტინგის ბოლო ვერსიაში ჩიმაევი მე-14 პოზიციას იკავებდა, დუ პლესი კი მეოთხე ადგილზე იყო. განახლებული რეიტინგი ხვალ გამოქვეყნდება და ვნახოთ, ჩიმაევი რამდენი ადგილით დაწინაურდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-მა სეზონი გამარჯვებით დაიწყო - ხვიჩამ 78-ე წუთიდან ითამაშა
პსჟ-მა სეზონი გამარჯვებით დაიწყო - ხვიჩამ 78-ე წუთიდან ითამაშა