ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, ვიტინია
Aa
Aa

პსჟ-მა სეზონი გამარჯვებით დაიწყო - ხვიჩამ 78-ე წუთიდან ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში, ტურნირის მოქმედი გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ნანტს“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ყველასთვის მოულოდნელად ლიდერების დასვენების გადაწყვეტილება მიიღო და სასტარტო შემადგენლობის მიღმა ძირითადი გუნდის 8 ფეხბურთელი დატოვა, მათ შორის იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, დეზირე დუე, მარკინიოსი და სხვ.

პსჟ მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, თუმცა გოლის გატანა ლიდერების შემოსვლამდე ვერ შეძლო. საბოლოოდ გამარჯვების ბურთი 67-ე წუთზე ვიტინიამ გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 78-ე წუთიდან გამოჩნდა, თუმცა,  ბევრი ვერაფრის გაკეთება მოასწრო. ქართველ შემტევს შემოსვლიდან მალევე გოლის გატანის ერთი მცდელობა ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული მასპინძელთა მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ, ხვიჩამ თამაში შედეგიანი მოქმედების გარეშე დაასრულა.

კვარას მომენტები ნანტთან:

შესაბამისად, პსჟ-მა ლიგა 1-ის ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა. ლუის ენრიკეს გუნდი 3 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 22 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ანჟერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ლიგა 2-ში არაფერი ესაქმება“ - ფრანგული გამოცემა ზურიკოზე
“ლიგა 2-ში არაფერი ესაქმება“ - ფრანგული გამოცემა ზურიკოზე