ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

“ლიგა 2-ში არაფერი ესაქმება“ - ფრანგული გამოცემა ზურიკოზე

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეორე ტურში სენტ-ეტიენმა როდეზი 4:0 დაამარცხა. კარგი მატჩი ჰქონდა ზურიკო დავითაშვილს, რომელიც გამუდმებით აქტიურობდა და ერთი გოლი გაიტანდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გამოცემა Livefoot ქართველ ფეხბურთელზე წერს და აღნიშნავს, რომ ზურიკოს ლიგა 2-ში არაფერი ესაქმება.

Livefoot:

„ზურიკო დავითაშვილს სენტ-ეტიენის დატოვება სურს. მას ლიგა 2-ში არაფერი ესაქმება, თუმცა კლუბისთვის ტრანსფერის თაობაზე არავის მიუმართავს. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ზურიკოსთან ერთად კლუბის დატოვებას ელიან, მაგრამ ამისთვის კონკრეტული შეთავაზებებია საჭირო.

ქართველი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა და ბოლო თვეებში კარგი შედეგები ჰქონდა. ახალ სეზონში მისი პირველი მატჩი ლავალთან ადასტურებს, რომ მისი ადგილი ლიგა 2-ში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დავითაშვილს წასვლა სურს, არის ალბათობა, რომ გარკვეულ პერიოდს მაინც სენტ-ეტიენში გაატარებს.“

შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ის მიხედვით, ზურიკოს სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა, მაგრამ სენტ-ეტიენი მის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს. ამ თანხის გადახდა კი კლუბებს არ სურთ.

ასევე შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, დავითაშვილის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ბეშიქთაში იჩენდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები