ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

აშშ-ის ღია პირველობა | ბასილაშვილმა კვალიფიკაცია გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ღია პირველობის კვალიფიკაცია გამარჯვებით დაიწყო. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ბელგიელი გოტიე ონკლენი (218) იყო.

პირველ სეტში საქმე თაიბრეიქამდე მივიდა, სადაც ბასილაშვილმა გაიმარჯვა. მეორე სეტში 7:5 ონკლენმა იმარჯვა, მესამე სეტი კი ქართველმა ჩოგბურთელმა დამაჯერებლად მოიგო (8:1) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე შვეიცარიელი მარკ-ანდრეა ჰიუსლერი (228) იქნება. მატჩი 20 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილს სამი ეტაპის გავლა დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალკარასმა ცინცინატის მასტერსი მოიგო
ალკარასმა ცინცინატის მასტერსი მოიგო