სამტერის ჩელენჯერი - ბასილაშვილი შევჩენკოსთან დამარცხდა
სამტერის ჩელენჯერის ¼-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ალექსანდრ შევჩენკოსთან დამარცხდა.
პირველი სეტი ნიკოლოზის უპირატესობით წარიმართა. ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე არადამაჯერებლად თამაშობდნენ და პირველ ორ გეიმში ბრეიკები შეასრულეს. საბოლოო ჯამში ბასილაშვილმა 3 ბრეიკი შეასრულა, რაც შევჩენკოზე ერთით მეტი აღმოჩნდა - 6:3.
მეორე სეტი მეტად დაძაბულად წარიმართა. ქართველი ჩოგბურთელი ბრეიკიანი უპირატესობით იგებდა, თუმცა მე-10 გეიმში შევჩენკომ წონასწორობა აღადგინა და ტაი-ბრეიკი ვიხილეთ, სადაც უკეთესი ყაზახი აღმოჩნდა. 3:7 და მატჩი დისაიდერში გადავიდა.
გადამწყვეტ სეტში სამწუხაროდ ბასილაშვილმა ტრავმა მიიღო და მატჩი იმ დროს შეწყვიტა, როდესაც 1:4-ს აგებდა.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, ნიკოლოზი ATP რეიტინგში 567 ქულით 108-ე ადგილს იკავებს.