კონსტანტინე პეტრიაშვილი
Aa
Aa

კონსტანტინე პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

20 წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ იბრაჰიმ ბენეკლის 8:3 აჯობა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მანამდე, 17 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილი მერვედფინალში ბულგარელი ადრიან ვალკანოვი დაამარცხა, 1/4 ფინალში ფრანგ აშაბ დადაევს აჯობა, ნახევარფინალში კი ამერიკელ ჯასტინ ლი რადეიმეიქერთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის მოქმედი ჩემპიონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები