სამტერის ჩელენჯერი | ბასილაშვილი მეოთხედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი სამტერის ჩელენჯერზე ასპარეზობას განაგრძობს. პირველ წრეში კრისტოფერ ეუბანკსის დამარცხების შემდეგ, მერვედფინალურ ეტაპზე მერფი კესონს დაუპირისპირდა და სამ სეტში - 2:6, 6:3, 6:1 დაამარცხა.
მეოთხედფინალში ნიკოლოზის მეტოქე ყაზახი ალექსანდრ შევჩენკო იქნება, როელიც ATP-ის რეიტინგში 102-ე ადგილზე იმყოფება.
ბასილაშვილი მიმდინარე ტურნირზე მე-6 ნომრად არის განთესილი, საერთო ჩათვლაში კი 112-ე გახლავთ.
ბოლოს გეტყვით, რომ სამტერის ჩელენჯერი 125-ქულიანი ტურნირია, რომელიც სამხრეთ კაროლინის ქალაქ სამტერში წელს პირველად ტარდება.
Quarterfinal ticket secured ????️
— ATP Challenger Tour (@ATPChallenger) August 15, 2025
No. 6 seed Nikoloz Basilashvili outlasts Cassone 2-6, 6-3, 6-1 in Sumter #ATPChallenger pic.twitter.com/eNAi7QfOhr