ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

სმიტთან დამარცხდა - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსზე ვერ გავიდა

ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი  ATP რეიტინგის 136-ე ნომერს კოლტონ სმიტს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ორ სეტში 6:7 1:6 დამარცხდა. ქართველი ჩოგბურთელი ცინცინატის მასტერსზე ვერ იასპარეზებს.

პირველი სეტი მეტად საინტერესოდ წარიმართა. ამერიკელმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზის პირველი ჩაწოდება მოიგო და უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ქართველმა უმალ უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ტაი-ბრეიკი უნდა გვეხილა, მაგრამ მე-12 გეიმში ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება დათმო და სეტი სმიტს დარჩა.

მეორე სეტში ნიკოლოზს არაფერი გამოუვიდა და უშანსოდ დამარცხდა. სმიტმა 2 ბრეიკი შეასრულა, კომფორტული უპირატესობა შეიქმნა და მატჩი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი ამ მომენტისთვის, 547 ქულით ATP რეიტინგში 112-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოვაკ ჯოკოვიჩი ციცინატის მასტერსს ჩაეხსნა
ნოვაკ ჯოკოვიჩი ციცინატის მასტერსს ჩაეხსნა