მოჰამედ სალაჰი, არნე სლოტი
Aa
Aa

„შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ...“ - სლოტმა სალაჰი კიდევ გააკრიტიკა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა „ინტერთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ მოჰამედ სალაჰთან კონფლიქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეგვიპტელმა ფეხბურთელმა შეცდომა დაუშვა.

რას ამბობს სლოტი:

„ფეხბურთელებისთვის ძალიან რთული იყო „ლიდსთან“ ბოლო წუთზე გაშვებული ჰოლი. მეტოქეს, მთელი თამაშის განმავლობაში შანსი პრაქტიკულად, არ მივეცით და ამასთნ გამკლავება ძალიან რთული იყო. რაც მოხდა, ემოციური იყო, მაგრამ რაც შემდეგ მოსთან დაკავშირებით მოხდა, კიდევ უფრო ემოციური.“

„მაგრამ ფაქტია, რომ გუნდში 13 ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებსაც პრემიერ ლიგაში, ან ჩემპიონთა ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ ეს გოლი მაინც გავუშვით და შემდეგ, ბევრი რამ ითქვა.“

„როგორც წესი, ეს ყველაფერი ფეხბურთელებზეც მოქმედებს. სალაჰს დიდი გავლენა აქვს როგორც კლუბზე, ისე ფეხბურთელებზე ამიტომ ფეხბურთელებისთვის არასდროს არის კარგი იმის ხილვა, როდესაც მის თანაგუნდელს რამე ემართება.“

„ახლა საუბარი იმაზე უნდა გვქონდეს, რაც დღეს აქ, „ინტერთან“ გავაკეთეთ, მაგრამ მშვენივრად მესმის, რატომ ეხება ყველა კითხვა მოს.“

„ცხოვრებაში ყველა უშვებს შეცდომებს, მაგრამ აცნობიერებს თუ არა მოთამაშე, რომ შეცდომა დაუშვა? ინიციატივა მათგან უნდა მოდიოდეს თუ ჩემგან? ეს სხვა საკითხია.“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი მწვავედ გააკრიტიკა, ამის მიზეზი კი ნიდერლანდელის გადაწყვეტილება გახდა, რის მიხედვითაც ეგვიპტელი შემტევი ზედიზედ სამი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დასვა. ამ განცხადების გამო, სლოტმა მოჰამედ სალაჰი ინტერთან მატჩის განაცხადში საერთოდ არ შეიყვანა. მოსალოდნელია, რომ 33 წლის ფეხბურთელი აფრიკის თასის შემდეგ „ლივერპულში“ აღარ დაბრუნდება - „კლუბისთვის იმდენი რამ გავაკეთე, ისინი კი ავტობუსის ქვეშ მაგდებენ. აფრიკის თასის წინ გულშემატკივრებს დავემშვიდობები, შემდეგ კი არ ვიცი, რა იქნება“, - განაცხადა სალაჰმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რას წარმოადგენდა ლივერპულამდე? ნაკრებში რისთვის მიუღწევია?“ - კარაგერი სალაჰზე
„რას წარმოადგენდა ლივერპულამდე? ნაკრებში რისთვის მიუღწევია?“ - კარაგერი სალაჰზე