„რას წარმოადგენდა ლივერპულამდე? ნაკრებში რისთვის მიუღწევია?“ - კარაგერი სალაჰზე
„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა მოჰამედ სალაჰი საჯაროდ გააკრიტიკა და ეს მას შემდეგ გააკეთა, როცა ეგვიპტელმა არნე სლოტთან საუბარი მედიის საშუალებით დაიწყო.
„ეს ჩემთვის მტკივნეულია. მე მოვიგე ინგლისის პრემიერ ლიგა, ამ თაობაში ყველაზე მეტ გოლს ვიტან. რატომ უნდა დასრულდეს ყველაფერი ასე?“ - განაცხადა სალაჰმა.
ასეთია კარაგერის პასუხი:
„არასდროს გამიკრიტიკებია სალაჰი იმის გამო, რომ უკან დასვის დასახმარებლად არ ბრუნდებოდა ან პასს არ აკეთებდა. ის ლეგენდაა, ზოგიერთ რამეს უნდა შეეგუო. ზოგიერთი კრიტიკული შენიშვნა ზედმეტი იყო, მაგრამ მე გავაკრიტიკებ სალაჰს, როდესაც ის ცდილობს ჩემი კლუბი „ავტობუსის ქვეშ შეაგდოს“.
მოდით, ვეცადოთ ყველაფერი გავიგოთ. არნე სლოტის გუნდი ახლა ასეთ ვითარებაშია: გუნდმა 3 მატჩში 10 გოლი გაუშვა, სალაჰმა „პსვ“-სთან სამარცხვინოდ ითამაშა. „ვესტ ჰემთან“ სტუმრად მშრალად უნდა ეთამაშათ (გოლი არ გაეშვა), ამიტომ მან შემადგენლობიდან ამოიღო მოთამაშე, რომელსაც დაცვაში ართამაშის უფლება აქვს.
მე მას „სანდერლენდის“ წინააღმდეგ შინ სათამაშო დროს მივცემდი – სლოტმა ეს შესვენების შემდეგ გააკეთა. „ვესტ ჰემთან“ და „ლიდსთან“ სტუმრად მატჩებში – რატომ უნდა გამოუშვა ის, თუ იგებ? გოლი არ გჭირდება. რისთვის უნდა გამოუშვა მოთამაშე, რომელსაც სტანდარტების დროს დაცვა არ შეუძლია და უკან არ ჩარბის?
როდესაც ხალხის „ავტობუსის ქვეშ შეგდებაზე“ ვსაუბრობთ, სალაჰი „ლივერპულის“ მარჯვენა მცველს აგდებდა ავტობუსის ქვეშ 8 წლის განმავლობაში... მაგრამ ჩვენ ამას ვეგუებით, რადგან ის სუპერვარსკვლავია, 250 გოლი გაიტანა და მე, როგორც „ლივერპულის“ გულშემატკივარს, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ღამე მაჩუქა!
ის ასევე არის უდიდესი მოთამაშე, რომელიც კი ეგვიპტეს ოდესმე ჰყოლია. ეგვიპტე კი აფრიკის ერთა თასზე (AFCON) ყველაზე წარმატებული ერია, მაგრამ სალას ნაკრებთან ერთად თასი არ მოუგია, მათ ეს მოს გარეშე გააკეთეს.
და კიდევ - ვინ იყო სალაჰი ლივერპულში გადმოსვლამდე? რასთან ასოცირდებოდა იგი? ფეხბურთელი, რომელიც ჩელსიში თამაშის დროს ჩაფლავდა“.
- განაცხადა კარაგერმა.
როგორც ხედავთ, დაპირისპირება უკვე საკმაოდ დიდია და სავარაუდოდ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება.