ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი, ენდრიკი
Aa
Aa

ვინისიუსის ირონია, გაბრაზებული ბელინგემი | რეალის ფეხბურთელები მსაჯებს დაუპირისპირდნენ

ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში „რეალი“ „სელტასთან“ 0:2 დამარცხდა. „ბლანკოსის“ ფეხბურთელები შეხვედრის სამსაჯო ბრიგადისა და მთავარი არბიტრის, ალეხანდრო კინტერო გონსალესის მუშაობით გაღიზიანებულნი იყვნენ.

მატჩის ბოლოს ალვარო კარერასმა რეფერის უთხრა: „საშინელი ხარ“, რის შემდეგაც წითელი ბარათი მიიღო. DAZN-ის კამერამ ვინისიუს ჟუნიორის ირონიული ფრაზებიც დააფიქსირა: „მეტი, მეტი, უფრო მეტი. უფრო მეტი ბარათი ამოიღე, უფრო მეტი წითელი მოგვეცი. ყველა გააგდე. ჩვენი ყველა ფეხბურთელი მოიშორე.“

AZN-მა ჯუდ ბელინგემის სიტყვებიც გაავრცელა, რომელმაც მეოთხე მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა: „წყეული ნაძირალა.“ მეოთხე რეფერის დაუპირისპირდა ენდრიკიც. ბრაზილიელი მისი მისამართით რაღაცას ყვიროდა და „რეალის“ ტექნიკურ პერსონალს მისი შეკავება მოუწია.

ცნობისთვის, „სელტას“ მხრიდან ორივე გოლი ვილიოტ სვედბერგმა გაიტანა და ვიგოელებს სამი ქულა მოაპოვებინა. „ბლანკოსს“ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. მადრიდელები „ბარსელონას“ 4 ქულით ჩამორჩებიან და მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რემატჩი ჯერ უმართან გამართოს“ - იანი მერაბთან ბრძოლას არ ჩქარობს
„რემატჩი ჯერ უმართან გამართოს“ - იანი მერაბთან ბრძოლას არ ჩქარობს