„რემატჩი ჯერ უმართან გამართოს“ - იანი მერაბთან ბრძოლას არ ჩქარობს
პიოტრ იანთან სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხებისთანავე, მერაბ დვალიშვილმა იქვე ოქტაგონზე განაცხადა, რომ რუს მეტოქესთან რემატჩი სურდა. ყოველივე აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ თემასთან დაკავშირებით იანის მოსაზრება ყველას აინტერესებდა და დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა ჩვენთვის, შერეული ორთაბრძოლებისა და დვალიშვილის ქართველი გულშემატკივრებისთვის რევანშთან დაკავშირებულ შეკითხვას ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელი პასუხი გასცა.
პიოტრ იანი
ალბათ ყველამ ნახეთ მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის რამდენიმე თვის წინ გამართული შეხვედრა და თუ ვინ იქნება ამ ორს შორის ჩემთვის უფრო მეტად დისკომფორტის შემქმნელი, მოდით მათმა რევანშმა გადაწყვიტოს. თუ ვინმეს ეს უსამართლობად ეჩვენება, შევახსენებ, რომ საჩემპიონო ქამარი როდესაც დავკარგე, სატიტულო ბრძოლის მისაღებად სამი შეხვედრის მოგება დამჭირდა. რატომ მიიღო ალექს პერეირა მარცხისთანავე რემატჩი? ის ვარსკვლავია და ძალიან ბევრი ჩხუბი აქვს მოგებული.
ცნობისათვის, პიოტრ იანთან მარცხამდე მერაბ დვალიშვილს 14-ბრძოლიანი წაუგებელი სერია უმაგრებდა ზურგს და პრაქტიკულად მთელი დივიზიონი გაწმინდა და მაშინ როდესაც პერეირასთან რემატჩის მაშინვე ჩანიშვნას ის ბრაზილიელის ვარსკვლავურ სტატუსს აბრალებს, მერაბის მიერ განვლილი ურთულესი გზაც არ უნდა ავიწყდებოდეს.