„ამ დროს ყველა დაეცემა, მაგრამ ეს მერაბია“ - ადესანიას შეფასება
UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლის თაობაზე კომენტარი უამრავმა ადამიანმა გააკეთა და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ როგორც მებრძოლთა, ასევე გულშემატკივართა უმეტესობა მერაბ დვალიშვილის მიმართ უზომოდ დადებითად არის განწყობილი, რაც ჩვენთვის ბუნებრივია ძლიერ სასიხარულოა. ვეტერანმა მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა ისრაელ ადესანიამ პიოტრ იანს დამსახურება არ დაუკარგა, თუმცა არც ქართველი „მანქანის“ საოცარი სიძლიერის ხაზგასმა არ დავიწყებია.
ისრაელ ადესანია
ასეთ დროს მებრძოლთა უმეტესობა დაეცემოდა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, მაგრამ მერაბი მათ კატეგორიას არ მიეკუთვნება და ის საოცარი სპორტსმენია. მეხუთე რაუნდში ყველაფერს ნებისყოფა წყვეტს, იანი კი მობილური და ენერგიული მებრძოლია. ჩემი აზრით, ყველაფერი მისმა ბოლო თეიქდაუნმა გადაწყვიტა, რამაც არბიტრებს გადაწყვეტილების მიღება გაუადვილა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და UFC-ში 2018 წლის შემდეგ პირველად წააგო.