მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ჯონ ვუდი
Aa
Aa

„ბევრი არაფერი გვაქვს შესაცვლელი“ | მერაბის მწვრთნელის კომენტარი

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა. UFC 323-ის მთავარ მოვლენაში „მანქანა“ პიოტრ იანს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ღონისძიების შემდეგ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა, იანთან გამართულ ორთაბრძოლასა და მერაბზე ისაუბრა.

„ბევრი არაფერი გვაქვს შესაცვლელი, თუმცა ამ ბრძოლიდან გაკვეთილები ნამდვილად მივიღეთ და უნდა ვისწავლოთ. თუ ბედავ და დგამ ნაბიჯს, რომ უდიდესი იყო, ზოგჯერ მიზნამდე რაღაც გაკლდება. მერაბს სწორედ ეს მოუვიდა. ჩემი აზრით, ის უდიდესია და დარწმუნებული ვარ, ტიტულს აუცილებლად დაიბრუნებს.

არის მომენტები, როდესაც უნდა გარისკო. მერაბს რომ ჰკითხოთ, იმავეს გააკეთებდა თუ არა, გეტყვით, რომ დიახ — გააკეთებდა. ის არის ადამიანი, რომელიც კედლებში გადის და ყველაფრის დასამტკიცებლად მზად არის.

როგორც აღვნიშნე, ბევრი რამ შესაცვლელი არ გვაქვს. ძალიან გრძელი წელიწადი იყო და ამ ჩხუბამდე დიდი გზა გამოვიარეთ. პიოტრის საღამო იყო, ჩვენთვის კი პირიქით. დარბაზში დავბრუნდებით და პრობლემებს გამოვასწორებთ. მერაბით ძალიან ვამაყობ — ის ცოცხალი ლეგენდაა და ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის სტატუსით შევა.“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის ორთაბრძოლის შემდეგ, მერაბმა რემატჩი მოითხოვა, თუმცა რუსმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ „მანქანამ“ ჯერ უმარ ნურმაგომედოვი უნდა დაამარცხოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა უთხრა მსაჯს, რის გამოც გააძევეს | კარერასს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
რა უთხრა მსაჯს, რის გამოც გააძევეს | კარერასს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება