მეორე ადგილზეა | მამუკელაშვილის ჩატენვა NBA-ის დღის ტოპ 10-ში მოხვდა
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო და „ბოსტონ სელტიქსთან“ 113:121 დამარცხდა. „მამუს“ კარგი თამაში ჰქონდა და რამდენიმე გამორჩეული მომენტი შემოგვთავაზა, რომელთაგან ერთ-ერთი NBA-ის დღის ტოპ 10-ში მოხვდა.
მეოთხე მეოთხედში სანდრომ ჯამალ შიდის გადაცემით ისარგებლა და დერიკ უაითს გადაატენა. მამუკელაშვილის ჩატენვა მეორე პოზიციას იკავებს. ქართველი კალათბურთელის ეპიზოდი მხოლოდ მატას ბუზელისის ჩატენვას ჩამორჩება.
ცნობისთვის, სანდრომ პარკეტზე 23 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 14 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. მამუკელაშვილმა 8-დან 5 ორქულიანი, 1 საჯარიმო და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. სანდროს 6-დან 2 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა.
გეტყვით იმასაც, რომ „ტორონტოს“ 15 მოგება და 10 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. „რეპტორსი“ მომდევნო შეხვედრას 10 დეკემბერს, „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.