მათე ხატიაშვილი, ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

„ბევრი ნიჭიერი მინახავს, მისი განვითარებით უკმაყოფილო ვარ“ - ჯიკიჩმა ხატიაშვილზე ისაუბრა

ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა კიდევ ერთი უმაღლესი დონის მატჩი ჩაატარა და 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. დანიასთან (89:60) მოგებული შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე 54 წლის სერბმა სპეციალისტმა მატჩის შეფასების გარდა, მათე ხატიაშვილზეც ისაუბრა და ამომავალ ქართველ ვარსკვლავზე საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა.

ალექსანდარ ჯიკიჩი

ის 17 წლისაა და კლუბი არ აძლევს საშუალებას, რომ ჩვენთან უფრო მეტი დრო გაატაროს. „ბასკონიამ“ მათე პირველ მოსამზადებელ ეტაპზე თბილისში არ გამოუშვა. ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ ბევრი სამუშაო აქვს. პირველ რიგში, თავის სხეულზე. ორი წელია ვიცნობ და მისი განვითარებით კმაყოფილი არ ვარ. თუ სურს პროფესიონალი მოთამაშე გახდეს იმ დონეზე, სადაც თამაშის პოტენციალი აქვს, მაშინ გარკვეული რაღაცები უნდა გაითვალისწინოს. ნიჭიერია? კი, მაგრამ 1991 წლიდან ვმუშაობ მწვრთნელად და უამრავი ნიჭიერი ბავშვის მაგალითი მინახავს, ვისაც სხვადასხვა მიზეზების გამო პოტენციალი ბოლომდე არ გამოუვლენია.

იმედი მაქვს მას ესმის, რას ნიშნავს იყოს პროფესიონალი. პროფესიონალი ნიშნავს პროფესიონალობას. იმიტომ რომ ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ. ეს მათი პროფესიაა, მათი შემოსავლის წყაროა. ეს ჰობი არ არის, მე ასე ვფიქრობ. ყველაზე ცუდი, რაც მისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მუდმივად ვუთხრათ: „შენ გაქვს დრო, გაქვს დრო, გაქვს დრო“... დრო სწრაფად მიდის და მან ეს უნდა გაიგოს.

ცნობისათვის, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპს ქართველი კალათბურთელები ზაფხულში დაასრულებენ. 2 ივლისს, ჯიკიჩის მომზადებული გუნდი ლატვიაში უკრაინას დაუპირისპირდება, ხოლო სამი დღის შემდეგ თბილისში ესპანელებს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ნაბიჯი მსოფლიოს ჩემპიონატისკენ - საქართველოს ნაკრები მეორე შესარჩევ ეტაპზეა
პირველი ნაბიჯი მსოფლიოს ჩემპიონატისკენ - საქართველოს ნაკრები მეორე შესარჩევ ეტაპზეა