მარკის რიდი
Aa
Aa

რიდი: „ეს დასაწყისია, უკეთესის იმედი მაქვს“

დანიელებთან (89:60) მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, რომელმაც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის საგზური მოუტანა, ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს მთავარ მწვრთნელთან ალექსანდარ ჯიკიჩთან ერთად, ეროვნული გუნდის ახალმა ნატურალიზებულმა მოთამაშემ, მარკის რიდმა უპასუხა. 

მარკის რიდი

ვითამაშეთ ენერგიულად და ქულების დაგროვებასთან ერთად, დებიუტშივე მოხსნებში საუკეთესოები ვიყავით. ვაჩვენეთ, რამდენად ბევრის გაკეთება შეგვიძლია და მგონი ქომაგები კმაყოფილები დარჩებოდნენ. არ შემიძლია არ აღვნიშნო ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებული მხარდაჭერა - მათი მხრიდან უდიდესი მუხტი მოდიოდა, რაც გამარჯვების მოპოვებაში დაგვეხმარა. პირადად ჩემს ასპარეზობას რაც შეეხება, გუნდთან სულ ორი თამაში ვიყავი და ბოლომდე საკუთარი შესაძლებლობები არ გამომივლენია. იმედია მომდევნო სანაკრებო ფანჯრის დროს კიდევ უფრო კარგ შთაბეჭდილებას დავტოვებ.

ცნობისათვის, მარკის რიდმა დანიელებთან მატჩში 28 წუთში 29 ქულა, 3 მოხსნა, 7 ასისტი და 3 ჩაჭრა დააგროვა. მან ხუთიდან ერთი სამქულიანი, თოთხმეტიდან თორმეტი ორქულიანი და სამიდან ორი საჯარიმო ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოს ნაკრებს მთავარი წარმატებები წინ აქვს“ - ინტერვიუ მიხეილ ბერიშვილთან
„საქართველოს ნაკრებს მთავარი წარმატებები წინ აქვს“ - ინტერვიუ მიხეილ ბერიშვილთან