ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ძალიან დიდ ბრძოლას უნიშნავენ“ - ისლამის მენეჯერის მინიშნება

დენა უაითის განცხადებას, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა, რომ იმ წყვილებს, რომლებიც თეთრი სახლის ღონისძიებაზე იჩხუბებენ მომდევნო კვირაში გამოაცხადებს, საეჭვოდ დაემთხვა ისლამ მახაჩევის მენეჯერის განცხადება. ალი აბდელაზიზმა საკუთარ სოციალურ ქსელში, ისე რომ ამის გაკეთება მისთვის არავის უთხოვია, დაწერა სტატუსი, რომელიც ქვესაშუალო წონის დაღესტნელ ჩემპიონს ეხებოდა:

„შემიძლია გითხრათ, რომ UFC-ის ხელმძღვანელები ისლამ მახაჩევისთვის დიდი ბრძოლის ჩანიშვნაზე მუშაობენ. აქვე გეტყვით, რომ სავარაუდო კანდიდატურად იან გარი არ განიხილება. ისლამის მომდევნო მეტოქე ირლანდიელზე გაცილებით სახელოვანია და ეს იქნება ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა, რომელიც ამ მომენტში შეიძლება ჩაინიშნოს“.

ცნობისათვის, ქვესაშუალო წონაში ისლამ მახაჩევის სავარაუდო მეტოქეებად იან გარის გარდა, კამარუ უსმანი და მაიკლ მორალესი სახელდებიან. გარდა ამისა, აქტიურად მიდის საუბრები იმაზე, რომ ბოლოს და ბოლოს მოხერხდეს და ჩაინიშნოს მისი ილია თოფურიასთან დაპირისპირება, თუმცა რა ფორმით და რომელ დივიზიონში, ამაზე კონკრეტულად არაფერი თქმულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰელვანი: ჯონსი თეთრ სახლში იჩხუბებს, მაკგრეგორი ივლისში დაბრუნდება
ჰელვანი: ჯონსი თეთრ სახლში იჩხუბებს, მაკგრეგორი ივლისში დაბრუნდება