ისევ აზაროვის გარეშე | შახტარი კონფერენს ლიგის ნახევარფინალშია
ირაკლი აზაროვის „შახტარი“ კონფერენს ლიგის ნახევარფინალში გავიდა. უკრაინელებმა „ალკმაარს“ პირველი შეხვედრა 3:0 მოუგეს, განმეორებითი მატჩი კი ფრედ, 2:2 დასრულდა და არდა თურანის გუნდმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა — 5:2.
აზაროვს არც ამ შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა და მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, 58-ე წუთზე უკრაინელები ალისონმა დააწინაურა. „ალკმაარმა“ წონასწორობა 73-ე წუთზე აღადგინა და თავი ისაკ იენსენმა გამოიჩინა.
მე-80 წუთზე ნიდერლანდელები მატეი სინმა დააწინაურა, თუმცა „შახტარმა“ არ წააგო და 3 წუთში, ლუკა მეირელესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თურანმა ხუთივე ცვლილება გამოიყენა, მაგრამ აზაროვი მაინც არ ათამაშა.
ცნობისთვის, უკრაინელების მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით, „კრისტალ პალასი“ იქნება. „არწივები“ „ფიორენტინას“ ხვდებიან და პირველ თამაში საკუთარ კედლებში 3:0 მოიგეს.