გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

„გულიაშვილი საქართველოს ნაკრებში აუცილებლად დაბრუნდება“ - რასინგის მწვრთნელი

„რასინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ალბერტო ლოპესმა „სელტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვა ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს ეხებოდა, რა კონტექსტშიც „რასინგის“ მწვრთნელმა გიორგი გულიაშვილზე ისაუბრა, რომელიც ვილი სანიოლის დასახელებულ სიაში ვერ მოხვდა.

„გიორგის საქართველოს ნაკრებში არაერთი გამოძახება აქვს და ვფიქრობ, ახლაც შეუძლია ამ დონეზე თამაში. ვფიქრობ, ახლა გულიაშვილი ჯერ კიდევ სათამაშო ფორმის აღდგენის გზაზეა, აგროვებს სათამაშო დროს, რათა საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოს ნაკრებში აუცილებლად დაბრუნდება“.

ცნობისთვის, სელტა-რასინგის მატჩი ხვალ თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება გულიაშვილს, მან გასული სეზონი ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა და მოედანზე მხოლოდ აგვისტოს ბოლოს დაბრუნდა. საერთო ჯამში გულიაშვილმა ლა ლიგაში 3 მატჩი (49 წუთი) ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრანსფორმაცია | გაგუა ხსნის, რამ განაპირობა მისი შთამბეჭდავი პროგრესი
ტრანსფორმაცია | გაგუა ხსნის, რამ განაპირობა მისი შთამბეჭდავი პროგრესი