მარკუს რაშფორდი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„რეალთან მატჩები ჩემთვის ომია“ - იამალმა ელ კლასიკოზე ისაუბრა

ლამინ იამალი „რეალთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების დროს ჟერარ პიკეს ძალიან ჰგავს - როგორც ერთი, ასევე მეორე ისეთ კომენტარებს აკეთებს, რასაც „ბლანკოსი“ და მისი გულშემატკივარი ძალაუნებურად წყობიდან გამოჰყავს. ამჯერადაც ასე მოხდა, როდესაც „ბარსელონას“ 19 წლის ვარსკვლავს ჰკითხეს, თუ რას ნიშნავს მისთვის მადრიდელებთან დაპირისპირება, პირდაპირ განაცხადა, რომ მისთვის ყველა „ელ კლასიკო“ ნამდვილი ომის ტოლფასია.

ლამინ იამალი

ამაზე სულ ერთი რამ მახსენდება - მარკუს რაშფორდი როდესაც პირველ „ელ კლასიკოს“ ატარებდა, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1:2 დავმარცხდით. ვაკვირდებოდი ინგლისელის თამაშს და ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ის ჯერ კიდევ კარგად ვერ ხვდებოდა, თუ რას ნიშნავს „ბარსელონასთვის“ „რეალთან“ დაპირისპირება. სამაგიეროდ, მარკუსმა ყოველივე ეს „ნოუ კამპზე“ გამართულ მატჩში გააცნობიერა და მადრიდელებს ბრწყინვალე ჯარიმა გაუტანა და გარდა ამისა, ის სულ სხვა ინტენსივობით თამაშობდა. ჩემთვის და „ლა მასიას“ აღზრდილი თითოეული ფეხბურთელისთვის ცხადზე უცხადესია, რომ „რეალთან“ შეხვედრები ნამდვილი ომია. ჩემპიონთა ლიგაში „ბარსას“ „სამეფო კლუბთან“ არასოდეს უთამაშია და მინდა ეს მიმდინარე სეზონში მოხდეს“.

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალი და მისი თანაგუნდელები, რომლებიც ესპანეთის ჩემპიონატს ჯერჯერობით უდანაკარგოდ ლიდერობენ, ლა ლიგის მორიგ ტურში დღეს სტუმრად გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიას“ შეხვდებიან და მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმ მომენტში ოლისე საუკეთესოდ მიმაჩნდა, ახლა იმედია ხვიჩა მოიგებს“ - სანიოლი ოქროს ბურთზე
„იმ მომენტში ოლისე საუკეთესოდ მიმაჩნდა, ახლა იმედია ხვიჩა მოიგებს“ - სანიოლი ოქროს ბურთზე