ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

კარგი თამაში დაუფასდა | გუგეშაშვილი ტურის სიმბოლურში მოხვდა

ბერძნულ „ატრომიტოსში“ ლუკა გუგეშაშვილის დებიუტი შედგა. ქართველი მეკარე „პაოკმა“ იჯარის წესით გაუშვა და საბერძნეთის სუპერ ლიგის 23-ე ტურში, უმაღლეს დონეზე ითამაშა. „ატრომიტოსმა“ „პანსერაიკოსი“ 1:0 დაამარცხა, რაშიც გუგეშაშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა.

მან მეორე ტაიმში პენალტი მოიგერია, კარი მშრალად შეინახა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. Sofascore-მა ქართველი გოლკიპერის თამაში 8.4 ქულით შეაფასა. ლუკას კარგი თამაში დაუფასდა და ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის მეკარე 2025 წლის ზაფხულიდან პაოკ-ის საკუთრებაა, სეზონის პირველ ნახევარში რაზვან ლუჩესკუს გუნდში სათამაშო დრო ვერ მიიღო და ზამთარში იჯარით „ატრომიტოსს“ შეუერთდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დუბლი, გატანილი ჯარიმა და 0:2-დან მოგებული მატჩი | მესის ბენეფისი დერბიში
    დუბლი, გატანილი ჯარიმა და 0:2-დან მოგებული მატჩი | მესის ბენეფისი დერბიში