ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 7 ქულა - ტორონტომ ვაშინგტონი დაამარცხა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ტორონტო ვაშინგტონს ესტუმრა და 134:125 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი სანდრო მამუკელაშვილმაც შეიტანა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 15 წუთი და 36 წამი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში სანდრომ 7 ქულას და 3 მოხსნას მოუყარა თავი. მამუკელაშვილმა სამი 2-ქულიანიდან სამივე ჩააგდო და ერთი საჯარიმო ტყორცნაც გამოიყენა. 2-ჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება, მაგრამ ორივე ააცილა.

სამი მოხსნიდან ორი საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი კი მეტოქის. ჯამში მან 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ტორონტოს მხრიდან საუკეთესო იმანუელ ქუიკლი იყო, რომელმაც არასრულ 38 წუთში 27 ქულა, 2 მოხსნა და 11 პასი მიითვალა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, რეპტორსი ნიუ-იროკსს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები