სომალელი მსაჯი, რომელიც აშშ-ში არ შეუშვეს უეფას სუპერ თასის შეხვედრას გაუძღვება
ომარ არტანს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ემსაჯა და პირველი სომალელი რეფერი გამხდარიყო, რომელიც მუნდიალზე იმუშავებდა. არტანი აშშ-ში სტამბულიდან გაფრინდა, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი უთხრეს და უკან გააბრუნეს.
თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფისა და მუნდიალი 2026-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ენდრიუ ჯულიანიმ, განაცხადა, რომ არტანი ტერორისტული ორგანიზაციების სავარაუდო წევრებთან იყო კავშირში და უარი სწორედ ამიტომ უთხრეს. სომალელი მსაჯი სამშობლოში დაბრუნდა და მას საოცარი დახვედრა მოუწყეს.
ახლახან უეფამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და საფეხბურთო სამყაროს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აუწყა. უეფას მიხედვით, არტანი სუპერ თასის შეხვედრის მთავარი არბიტრი იქნება, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.
„მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ სომალელი რეფერი, ომარ არტანი, პარი სენ-ჟერმენსა და ასტონ ვილას შორის გასამართ სუპერ თასის შეხვედრას განსჯის“, — ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობისთვის, სუპერ თასს ზალცბურგი უმასპინძლებს და მატჩი 12 აგვისტოს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.