ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„მეორე რაუნდი არ დაიწყება“ | ილიასა და გეიჯის პირისპირი ინტერვიუ

ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი ESPN MMA-ს იუთუბ არხის სტუმრები იყვნენ და „The Pat McAfee Show“-ში მოახლოებულ ჩხუბზე ილაპარაკეს.

გეიჯი: „არ არის აუცილებელი, პირადი დაპირისპირება გავაჩინოთ, რათა დამატებითი მოტივაცია მივიღოთ, თუმცა ოქტაგონში შევეცდებით, ერთმანეთს ტკივილი მივაყენოთ. ასე რომ, ალბათ, მაინც საკმაოდ პირადული გამოდის. მის პირადს არ შევხებივარ, თუმცა ჩხუბის კვირას ძალიან ემოციურები ვართ და შესაძლოა, ყველაფერი პირადულად მივიღოთ. ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს, რა ვთქვი ან რა არ ვთქვი, ჩვენ ამას მაინც პირადულად მივიღებთ. არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ის, მე მაინც პირადულად მივიღებ“.

ილია: „არ ინერვიულო, შენზე პირადული არაფერი მითქვამს და არც ვიტყვი. ჩვენ შორის განსხვავება ისაა, რომ შენ შეეცდები, ტკივილი მომაყენო, მე კი ტკივილს მოგაყენებ! აი, ეს არის ჩვენ შორის განსხვავება. შენ შეეცდები, მე — გავაკეთებ. საკუთარ თავში ყოველთვის დარწმუნებული ვარ და ვიცი, ოქტაგონში რის გაკეთება შემიძლია. განსხვავებულ გარემოში ვიჩხუბებთ, რადგან ორთაბრძოლა ღია ცის ქვეშ გაიმართება და ამისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. ჯასტინს, როგორც მეტოქეს, უდიდეს პატივს ვცემ. ვფიქრობ, მან ამ სპორტისთვის ბევრი რამ გააკეთა, თუმცა ჩემსა და მას შორის სერიოზული სხვაობაა“.

გეიჯი: „ილიას ყველაფრის სჯერა, რასაც ამბობს. საკუთარ თავზე გიჟდება და ჰგონია, რომ ღმერთია. ის ერთი ჩვეულებრივი ადამიანია. როგორც კი მის ნიკაპს შევეხები, ეგრევე დაიძინებს. შემიძლია, ავდგე და ვიწინასწარმეტყველო, რომ მეორე რაუნდის მეორე წუთზე დავაფინიშებ, თუმცა MMA-ში ასე არაფერი ხდება. ბევრი რამ გამომივლია და ვიცი, რომ არანაირი მოლოდინი არ უნდა გქონდეს. ვიცი, რომ მსოფლიო დონის მებრძოლს ვხვდები, რომელმაც ბოლო სამ ბრძოლაში საოცარი ფინიშები გაიფორმა. დიდი გამოწვევა მელოდება და მსოფლიომ ჩამომწერა, თუმცა სწორედ ასეთ სიტუაციებში მიყვარს ყოფნა. ვგიჟდები, როდესაც წნეხი ძალიან დიდია“.

ილია: „ჯასტინ, როგორ ფიქრობ, რატომ ჩამოგწერა ყველამ? თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი და...“

გეიჯი: „მომწონს, რომ ამბობ, თითქოს დამანოკაუტებ, რადგან როდესაც მეორე, მესამე, მეოთხე რაუნდები დაიწყება, გაგახსენდება, რა სისულელეებიც ილაპარაკე“.

ილია: „ძმაო, მეორე და მესამე რაუნდები არ დაიწყება, ეს არ მოხდება. პირველ რაუნდში დაგანოკაუტებ! ჯასტინ, შემიძლია გითხრა, რომ ოქტაგონში იგრძნობ იმას, რაც აქამდე არ გიგრძნია...“

გეიჯი: „30-ზე მეტი ჩხუბი ჩამიტარებია და სასტიკ ნოკაუტშიც ჩავვარდნილვარ. ვერაფერს მაჩვენებ ისეთს, რაც აქამდე არ მინახავს“.

ილია: „გეიჯის საბრძოლო სტილის ანალიზი? ის ქაოსური სტილის მებრძოლია. ქაოსი სჭირდება, რომ გაიმარჯვოს, მე კი ქაოსურ სიტუაციებში სიმშვიდით გამოვირჩევი. არ მაინტერესებს, მისი სტრატეგია როგორი იქნება და რას შემომთავაზებს, ოქტაგონში შევალ და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ. ჯასტინ, გეტყვი, რა სტრატეგია მაქვს: ოქტაგონში შემოვალ და თავს წაგაცლი“.

გეიჯი: „მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი მყავს და მისი იმედი ბოლომდე მაქვს. მან ვიდეოებს უყურა და საბრძოლო გეგმა შეიმუშავა. გვაქვს გეგმა, თუ როგორ ვიყო ეფექტური დგომში და ყველაფრისთვის მზად ვარ — მათ შორის იმისთვისაც, რომ ილიამ თეიქდაუნის შესრულება სცადოს. ამბობს, რომ ჩხუბი დგომში წარიმართება, თუმცა ერთხელ და ორჯერ რომ მოვარტყამ...“

ილია: „არასდროს! არანაირ ვარიანტში! თეიქდაუნის შესრულებას არ შევეცდები. ამას საკუთარი თვალით ნახავ. ჩემი მხრიდან თეიქდაუნს ადგილი არ ექნება, შეიძლება ეს შენ დაგჭირდეს“.

გეიჯი: „შესაძლებელია... ეს ხომ MMA-ია“.

ილია: „არანაირი პრობლემა არაა. თუ მოგინდება, გააკეთე. ოღონდ თუ შეძლებ... ჩემ წინააღმდეგ საერთოდ ვერაფერს იზამ. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩემი ორგანიზმი მსუბუქ წონაში ჩხუბს შეეჩვია. აქამდე ქვემსუბუქში ვჩხუბობდი და თავის მოკვლა მიწევდა, რათა წონა ჩამებარებინა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამზადებელი კემპის თითოეული წამით სიამოვნება მივიღე. ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ, რომ ამ ღონისძიების ნაწილი ვიქნები“.

ცნობისთვის, თოფურიასა და გეიჯის ჩხუბი, თბილისის დროით, 15 ივნისს არის დანიშნული. ეს დაპირისპირება „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გეიჯის ვადამდელი გამარჯვება“ - UFC-ის ანალიტიკოსის მოულოდნელი პროგნოზი
„გეიჯის ვადამდელი გამარჯვება“ - UFC-ის ანალიტიკოსის მოულოდნელი პროგნოზი