საქართველოს თასი, თემურ ქეცბაია, დინამო თბილისი, დავით ყიფიანის სახელობის თასი
Aa
Aa

სენსაციური მარცხი გურიასთან - დინამო თასიდან გავარდა

თბილისის „დინამო“ საქართველოს თასის გათამაშებას სენსაციურად დაემშვიდობა. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი 1/16 ფინალში სტუმრად მესამე ლიგაში მყოფ ლანჩხუთის გურიას დაუპირისპირდა და სენსაციურად, 1:0 დამარცხდა, რის შედეგადაც, გათამაშებას გამოეთიშა.

ქეცბაიამ „გურიას“ წინააღმდეგ გადახალისებული შემადგენლობა დააყენა, რომელიც მეორე ტიამის დაწყებისთანავე შეცვალა, თუმცა თბილისელები ამან მარცხისგან ვერ იხსნა. 58-ე წუთიდან ითამაშა თორნიკე კვარაცხელიამაც, რომელსაც შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

ლანჩხუთელებმა ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში, მე-40 წუთზე გაიტანეს. „დინამოს“ კარში გამარჯვების გოლის ავტორი ლუკა ჩაგანავა გახდა.

ხუთშაბათს, თემურ ქეცბაიას გუნდი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ჟალგირისს“ დაუპირისპირდება და თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ ლიეტუვურ გუნდთან პირველი მატჩი 3:0 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგა: კვარაცხელიას კარგი მატჩი - დინამომ ჟალგირისი დაამარცხა
კონფერენს ლიგა: კვარაცხელიას კარგი მატჩი - დინამომ ჟალგირისი დაამარცხა