ელენე ლოლაძე
Aa
Aa

ბრწყინვალე გამარჯვება პირველ რაუნდში | ლოლაძემ მახრჩობელა ილეთით მოიგო

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში UAE Warriors-ის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ელენე ლოლაძემაც მიიღო. „სისხლიანი ფერიას“ მეტოქე საფრანგეთის წარმომადგენელი, ოშეანე სამსონი იყო, რომელიც ჩხუბს ფავორიტის სტატუსით შეხვდა.

ლოლაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა და გამარჯვების მოსაპოვებლად სამ წუთზე ოდნავ მეტი დასჭირდა. პირველი რაუნდის შუაში სამსონმა მისი პარტერში გადაყვანა სცადა, რაც ელენემ შესანიშნავად გამოიყენა. მან ფრანგი მოწინააღმდეგე მახრჩობელა ილეთზე — გილიოტინაზე დაიჭირა და აიძულა, დანებებულიყო.

ლოლაძემ პროფესიონალურ კარიერაში მეოთხე ორთაბრძოლა გამართა. აქამდე მას ესმა კესინკილიჩი, აიდენ ისგენდერლი და სარა მაჰმუდი ჰყავდა დამარცხებული. „სისხლიანმა ფერიამ“ 4-დან 3 ჩხუბი ფინიშით მოიგო. ელენემ ორჯერ ნოკაუტით იმარჯვა, ერთხელ მსაჯების გადაწყვეტილებით, ეს კი მისი პირველი საბმიშენი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„არმანისთვის ილიასთან ბრძოლა თვითმკვლელობა იქნება“ - ტაქტაროვი თოფურიაზე, ცარუკიანსა და მახაჩევზე
„არმანისთვის ილიასთან ბრძოლა თვითმკვლელობა იქნება“ - ტაქტაროვი თოფურიაზე, ცარუკიანსა და მახაჩევზე