რომელი მებრძოლი სძულს UFC-ში? - მერაბის პასუხი
მერაბ დვალიშვილს ჰკითხეს, არსებობს თუ არა მებრძოლი, რომელიც მას სძულს. „მანქანამ” კი ასეთ მებრძოლად უმარ ნურმაგომედოვი დაასახელა.
„კი, არის ასეთი მებრძოლი. მე ის მძულს. გათამამებული (უმარი) პატარა ბავშვია“,
- თქვა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, უმარ ნურმაგომედოვმა 2025 წლის იანვარში სატიტულო ბრძოლა დვალიშვილთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო. ეს უმარის კარიერაში ერთადერთი მარცხია. დარესტნელი რევანშს ელის, თუმცა სავარაუდოდ მოცდა კიდევ დიდ ხანს მოუწევს.
გარდა უმარისა, მერაბთან რევანში და ტრილოგია შონ ომალის დიდი სურვილია და ამერიკელი ამის შესახებ ღიად საუბრობს, მაგრამ ყველას კარგად მოეხსენება, რომ მერაბი მხოლოდ პიოტრ იანთან იჩხუბებს. ზემოხსენებული ყველა შესაძლო ბრძოლა ამ ტრილოგიის დასრულების შემდეგ განიხილება.
???????? Merab Dvalishvili when asked if there’s a fighter that he genuinely can’t stand:
— Home of Fight (@Home_of_Fight) July 24, 2026
“Yes, there is a fighter. I hate him. He’s a little spoiled baby.”
The lie detector came back true ????
(via @Aviator_SPRIBE) ???? pic.twitter.com/D4I5o7RJPS