არგენტინის საფეხბურთო ნაკრები, ლეანდრო პარედესი
Aa
Aa

„ეს სისულელეები ჭკუიდან მშლის, ესპანეთი უკეთესი იყო და ამიტომ მოიგო“ - პარედესი კონსპირაციის თეორიებზე

არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის ფონზე გავრცელებულ კონსპირაციის თეორიებზე ისაუბრა.

„შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე იმის მიხედვით, რა სისულელეებიც მესმის. ყველაფერი, რაც ითქვა მსოფლიო ჩემპიონატამდე, ტურნირის დროს და მას შემდეგ... ვფიქრობ, რომ შესანიშნავი მსოფლიო ჩემპიონატი ჩავატარეთ.

ესპანეთი ფინალში არგენტინაზე ძლიერი იყო. ფურია როხა სამართლიანი გამარჯვებულია.

ერთადერთი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ვისიამოვნოთ გაწეული სამუშაოთი და იმით, რასაც რვა წლის განმავლობაში მივაღწიეთ - ეს შთამბეჭდავია.

ჩემთვის სასიამოვნოა ამის ნაწილი ვიყო. დროთა განმავლობაში ამას გავაცნობიერებთ, რადგან ეს დაუჯერებელია“,

- თქვა ლეანდრო პარედესმა კოპა სუდამერიკანაზე „ბოკა ხუნიორსის“ მატჩის შემდეგ „ო'ჰიგინსის“ წინააღმდეგ (1:0), რომელშიც ის საგოლე გადაცემით გამოირჩა.

მუნდიალის ფინალის შემდეგ, სოციალური ქსელები კონსპირაციების თეორიებით აივსო, რასაც პირველი სწორედ პარედესი გამოეხმაურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები