ფილადელფია სევენთი სიქსერსი, ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

გადაწყვეტილება მიღებულია - ლებრონ ჯეიმსი ფილადელფიაში ითამაშებს

ლებრონ ჯეიმსის ახალი კლუბი ცნობილია - „მეფე ჯეიმსი“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თავის 24-ე სეზონში „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ ღირსებას დაიცავს.

როგორც ESPN-ს 41 წლის კალათბურთელის აგენტმა, რიჩ პოლმა განუცხადა, ლებრონი ფილადელფიასთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და 8 მილიონ დოლარს მიიღებს. ასევე, „მეფე ჯეიმსს“ 2027 წელს კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობა ექნება.

ლებრონ ჯეიმსმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ივნისის ბოლოს მან კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ კარიერას სხვაგან გააგრძელებდა.

„სიქსერსი“ ლებრონ ჯეიმსის კარიერაში მეოთხე გუნდი იქნება. აქამდე მას „კლივლენდ კავალიერსში“ (2003-2010, 2014-2018), „მაიამი ჰიტში“ (2010-2014) და „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ (2018-2026) უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია | ბარსელონა მზადაა კონტრაქტი გაუხანგრძლივოს
შენგელიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია | ბარსელონა მზადაა კონტრაქტი გაუხანგრძლივოს