ლებრონმა ლეიკერსი დატოვა - მეფე თავისუფალი აგენტია
ლებრონ ჯეიმსმა „ლეიკერსის“ დატოვება გადაწყვიტა. 41 წლის ლეგენდარულმა კალათბურთელმა ლოს-ანჯელესის კლუბის ხელმძღვანელობას საკუთარი სურვილის შესახებ ოფიციალურად აცნობა, ხოლო გულშემატკივრებს, ყოფილ და ახლანდელ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა იმ დაუვიწყარი წლებისთვის, რომლებიც მათთან ერთად კალიფორნიული გუნდის შემადგენლობაში გაატარა.
ჯეიმსის განცხადებაში წერია, რომ ის თავისუფალი აგენტი ხდება და მომავალ კლუბთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას სერიოზულად დაფიქრების შემდეგ მიიღებს. ლებრონი ასევე აღნიშნავს, რომ თავისუფალი აგენტების ბაზრის გახსნამდე წასვლა სპეციალურად გადაწყვიტა, რათა „ლეიკერსს“ საშუალება ჰქონდეს კლუბი ახალი სეზონისთვის სათანადოდ გააძლიეროს.
ცნობისათვის, „მეფის“ მომავალ გუნდად აბსოლუტური უმრავლესობა „გოლდენ სტეიტს“ ასახელებს, რადგან თავად ლებრონისა და „უორიორსის“ სურვილები იმასთან დაკავშირებით, რომ კარიერის დასრულებამდე სტეფ კარისთან ერთ კლუბში ასპარეზობა მოასწროს, ერთმანეთს 100 პროცენტით ემთხვევა.