დემიენ ლილარდი, ჯა მორანტი
Aa
Aa

დიდი გაცვლა NBA-ში | ჯა მორანტი პორტლენდში ითამაშებს

„მემფის გრიზლისმა“ 2019 წლის დრაფტის მეორე ნომერი, ჯა მორანტი, გაცვალა. ყველა ვარსკვლავის მატჩის ორგზის მონაწილე და 2022 წლის ყველაზე განვითარებული მოთამაშე „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსში“ ითამაშებს.

შემს ჩარანიას ინფორმაციით, „პორტლენდმა“ ჯას სანაცვლოდ ჯერემი გრანტი და კრის მიურეი დათმო. „ტრეილ ბლეიზერსს“ ბრწყინვალე უკანა ხაზი ჰყავს: ჯა მორანტი, დემიენ ლილარდი, ჯრუ ჰოლიდეი და სკუტ ჰენდერსონი.

ცნობისთვის, მორანტმა გასულ სეზონში ტრავმის გამო მხოლოდ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის საშუალოდ 19.5 ქულას, 8.1 შედეგიან გადაცემას, 3.3 მოხსნასა და 1 ჩაჭრას აგროვებდა. მორანტის მთავარი პრობლემა პარკეტს მიღმა შექმნილი პრობლემებია; გასულ სეზონში ის მწვრთნელს დაუპირისპირდა, რის გამოც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

2023 წელს მორანტმა 25-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რადგან სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ის ცეცხლსასროლი იარაღით არის დაფიქსირებული. ამის შემდეგ ჯამ კიდევ 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო — ამჯერად ერთ-ერთ კლუბში იარაღით გადაადგილების გამო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნეიმარის შეყვანას ვაპირებდი, მაგრამ...“ - ანჩელოტი იაპონიასთან გამარჯვების შემდეგ
„ნეიმარის შეყვანას ვაპირებდი, მაგრამ...“ - ანჩელოტი იაპონიასთან გამარჯვების შემდეგ