ნეიმარი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„ნეიმარის შეყვანას ვაპირებდი, მაგრამ...“ - ანჩელოტი იაპონიასთან გამარჯვების შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში ბრაზილიის ნაკრებმა იაპონია დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განვლილი მატჩი გააანალიზა და ნეიმარის ირგვლივ არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

რა თქვა ანჩელოტიმ:

„გუნდს მოთმინება არ დაუკარგავს. პირველ ტაიმში არც თუ ისე კარგად გამოვიყურებოდით, ლამაზი თამაში იყო, მაგრამ მომენტების შექმნა გვიჭირდა. მეორე ტაიმში ძალებს მოვუხმეთ და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. დიდი რესურსი გვაქვს როგორც სათადარიგოთა სკამზე, ისე მოედანზე. ფეხბურთელები ინდივიდუალურად კარგ ფორმაში არიან“.

„რაც შეეხება კაზემიროსა და პაკეტას მდგომარეობას, ხვალ ვნახავთ რა იქნება, ძალიან დამღლელი და რთული მატჩი იყო. იაპონია მარტივი მეტოქე არ არის, ის ინტენსიური გუნდია“.

„ნეიმარს დამატებითი დროისთვის ვინახავდით. შესვენებაზე ვუთხარი, რომ ფრის შემთხვევაში, მოედანზე 60-65-ე წუთზე შევიდოდა, მაგრამ სტრუქტურის შეცვლა არ ვისურვე, რადგან გუნდი თამაშს აკონტროლებდა“.

1/8 ფინალში ბრაზილიის ნაკრები კოტ’დიუვარისა და ნორვეგიის მატჩში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ ორი ნაკრების შეხვედრა 30 ივნისს, საქართველოს დროით 21:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - ბრაზილია 1/8 ფინალშია
გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - ბრაზილია 1/8 ფინალშია