კაზემირო, გაბრიელ მარტინელი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - ბრაზილია 1/8 ფინალშია

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალურ მატჩში, ბრაზილიის ნაკრები ჰიუსტონში იაპონიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა, რის შედეგადაც მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

თავდაპირველად, 29-ე წუთზე იაპონია სანოს გოლით დაწინაურდა და აზიელებმა პირველი ტაიმი 0:1 მოიგეს.

კარლო ანჩელოტიმ მეორე ნახევარში თამაშის შემოტრიალება მაინც შეძლო. წონასწორობა 56-ე წუთზე კარლოს კაზემირომ აღადგინა, გამარჯვების გოლი კი მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე გაბრიელ მარტინელიმ გაიტანა.

1/8 ფინალში ბრაზილიის ნაკრები კოტ’დიუვარისა და ნორვეგიის მატჩში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ ორი ნაკრების შეხვედრა 30 ივნისს, საქართველოს დროით 21:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომარიო: კრიშტიანუ არ უნდა გაჩერდეს - თავად მიხვდება ამის დრო როდის მოვა
რომარიო: კრიშტიანუ არ უნდა გაჩერდეს - თავად მიხვდება ამის დრო როდის მოვა