„გავაკეთებ იგივეს, რაც კონორმა გააკეთა“ - გარი მაჩადოს საბრძოლო სცენარი
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი. ისლამ მახაჩევი თავისთვის ჯერ კიდევ უცხო დივიზიონში ტიტულის პირველად დაცვას იან გარი მაჩადოსთან შეეცდება, რომელსაც კარიერაში მხოლოდ ერთი მარცხი აქვს და ისიც შავკატ რახმონოვთან. ყოველივე აქედან გამომდინარე, ირლანდიელი თვლის, რომ მახაჩევთან გამარჯვების სერიოზული შანსები აქვს და მისთვის იდეალური საბრძოლო სცენარიც შეადგინა.
იან მაჩადო გარი
როდესაც კონორ მაკგრეგორი UFC-ში თავისი პირველი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდა, ის ყველა წონითი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლს ჟოზე ალდოს შეხვდა და 13 წამში ნოკაუტში გაგზავნა. აქედან გამომდინარე, ჩემთვისაც იდეალური სცენარი ეს იქნება - ვეღარ ვითმენ ისე მინდა ოქტაგონში შესვლა და ისლამის გათიშვა.
იმისათვის, რომ საუკეთესო იყო, საუკეთესოსთან უნდა გაიმარჯვო. ჩემი მომავალი მეტოქე კი P4P რეიტინგის ლიდერია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან მოგების შემდეგ ჩემს სიძლიერესთან დაკავშირებით იოტისოდენა ეჭვებსაც არ დავტოვებ.
ცნობისათვის, იან მაჩადო გარიმ შავკატ რახმონოვთან განცდილი მარცხის შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯერ კარლოს პრატესი, შემდეგ კი ბელალ მუჰამედი დაამარცხა. რაც შეეხება ისლამ მახაჩევს, მისი ბოლო მარცხი 2015 წლით თარიღდება.