ჯასტინ გეიჯი, დენა უაითი
Aa
Aa

„რომ იცოდეს რამდენი ფულის შოვნა შეუძლია“ - უაითს გეიჯის დარჩენა სურს

UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანი სიტუაციაა. მოქმედ ჩემპიონს ჯასტინ გეიჯის ჯერ მხოლოდ ის აქვს გადაწყვეტილი, რომ აქტიურ სპორტში დარჩენის შემთხვევაში მომდევნო ბრძოლას 2027 წელს ჩაატარებს. პარალელურად, დივიზიონის პირველი ნომერი ილია თოფურია დასაბრუნებლად ემზადება და ბევრ რამეს უნდა მოჰფინოს ასევე ნათელი ერთ კვირაში გასამართმა ცარუკიანი-რუფის დაპირისპირებამ. ყოველივე ამის ფონზე, შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს დენა უაითს ჰკითხეს, როგორი გადაწყვეტილების მიღებას ელოდება გეიჯისგან, რაზეც მისი პასუხი ასეთი იყო:

„ჯასტინისთვის წასასვლელად ახლა იდეალური დროა, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად ის არაჩვეულებრივად გამოიყურება? თანაც, თუ კარგად დაფიქრდება, მომავალში რამდენი ფულის გამომუშავება შეუძლია... არ ვიცი, ყველაფერი მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ჯანმრთელობის მხრივ შემაფერხებელი გარემოებები არ არსებობს და ასაკი რომ მხოლოდ ციფრებია, თავის ბოლო ბრძოლაშიც კარგად აჩვენა“.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ 14 ივნისს, თეთრი სახლის ისტორიულ ღონისძიებაზე მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურია ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. ბრძოლის დამთავრების შემდეგ მან აღნიშნა, რომ იმასთან დაკავშირებით განაგრძობს თუ არა აქტიურ სპორტულ კარიერას, საბოლოო გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებთან მოთათბირების შემდეგ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია VS პიმბლეტი - ყველაზე მოსალოდნელი ბრძოლის სავარაუდო თარიღები
ილია VS პიმბლეტი - ყველაზე მოსალოდნელი ბრძოლის სავარაუდო თარიღები