ჰენრი სეხუდო, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„დათმე ქამარი, ასე აღარ გამოვა“ - სეხუდომ ასპინალს მიმართა

ლეგენდარული ჯონ ჯონსის აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ ისედაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონი, ამჟამად შეფერხებულია. მალე ერთი წელიწადი შესრულდება მას შემდეგ, როდესაც მოქმედმა ჩემპიონმა ტომ ასპინალმა ბოლო ბრძოლა ჩაატარა და იმის გამო, რომ სირილ განმა თვალში თითი მოარტყა, მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ახლაც აგვარებს. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურმა და UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ჰენრი სეხუდომ, რომელმაც ინგლისელ მებრძოლს ღიად მიმართა:

„ტომ ასპინალს მიმართ პატივისცემის მეტი არაფერი გამაჩნია, მაგრამ ასე გაგრძელება ნამდვილად აღარ შეიძლება, ეს სხვა  მებრძოლებისა და კოლეგების უპატივცემულობაა, რითაც დივიზიონი ფერხდება და წაგებული არამხოლოდ მისი კონკურენტები, არამედ გულშემატკივრები რჩებიან. ასპინალმა ქამარი ვაკანტური აუცილებლად უნდა გახადოს და უამრავი სცენარი არსებობს. ან ჩემპიონი განი-პერეირას რემატჩმა გამოავლინოს, ან ფრანგის მეტოქე პერეირა-ჰოკიტის გამარჯვებული გახდეს“.

ცნობისათვის, მძიმე წონით დივიზიონში დროებითი ჩემპიონის ქამარს სირილ განი ფლობს, რომელმაც თეთრი სახლის ღონისძიებაზე ალექს პერეირა ნოკაუტში გაგზავნა, თუმცა ბრაზილიელი დღემდე აცხადებს, რომ განისგან კეფაში არალეგალურ დარტყმებს იღებდა, რაც რატომღაც მსაჯის მხრიდან შეუმჩნეველი დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„1000 პროცენტით“ | ილიას მენეჯერს გეიჯისთან რევანშის გამართვა უნდა
„1000 პროცენტით“ | ილიას მენეჯერს გეიჯისთან რევანშის გამართვა უნდა