ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

ალექსანდრე თოფურია ნოემბერში იჩხუბებს? - მზადება დაწყებულია

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ მომდევნო ჩხუბისთვის მომზადება დაიწყო. ამის შესახებ თოფურიების ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Violent Rounds-ი იტყობინება.

„ელ კონკისტადორმა“ ოფიციალურად დაიწყო მოსამზადებელი ბანაკი და ოქტაგონში ნოემბერში დაბრუნდება“, - წერს გამოცემა.

ალექსანდრე თოფურიამ ბოლოს გასული წლის ნოემბერში იჩხუბა, როცა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ყაზახი ბეკზატ ალმახანი დაამარცხა.

თოფურიას ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში 6 მოგება და 1 მარცხია. UFC-ში ჩატარებულ ორივე ბრძოლა მან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებებით მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება „ელ კონკისტადორის“ მომდევნო მეტოქე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემს ბედნიერებას რაიმე მიზნებზე აღარ ვაფუძნებ“ - თოფურიას ინტერვიუ
„ჩემს ბედნიერებას რაიმე მიზნებზე აღარ ვაფუძნებ“ - თოფურიას ინტერვიუ