მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„შენი ცხვირის ბოლომდე გატეხვა მომიწევს“ - იანი მერაბს

UFC-ის ჩემპიონმა სუპერმსუბუქ წონაში, პიოტრ იანმა, თავის მეტოქეს, მერაბ დვალიშვილს მიმართა და ქართველ მებრძოლს შესთავაზა დაეზღვია ცხვირი, რომელსაც „მანქანის“ თითქმის ყველა ბრძოლაში ხვდება.

„მერაბ, ბრძოლის წინ კარგი დაზღვევა უნდა გააფორმო, რადგან შენი ცხვირის ბოლომდე გატეხვა მომიწევს“,

- რუსი მებრძოლის სიტყვებს UFC Eurasia ციტირებს.

იანსა და დვალიშვილს შორის მესამე ბრძოლას UFC 333-ის ტურნირის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის სტატუსი აქვს, რომელიც 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება.

მანამდე მებრძოლებმა ოქტაგონი ორჯერ გაიყვეს და ერთმანეთთან ხუთრაუნდიან დაპირისპირებებში თითო გამარჯვება მოიპოვეს. 2023 წლის მარტში მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო, ხოლო გასული წლის დეკემბერში რუსმა დამაჯერებელი რევანში აიღო, რომელმაც ასევე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და მას UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარი წაართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები