„ჩემს ბედნიერებას რაიმე მიზნებზე აღარ ვაფუძნებ“ - თოფურიას ინტერვიუ
ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ დუმილი დაარღვია და 1win-თან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. „ელ მატადორი“ კარგა ხანს მედიისთვის მიუწვდომელი იყო.
ვინ არის ილია ჩხუბის გარეშე?
„მეოცნებე. რომელიც ოცნებობს მანამ, სანამ ოცნება არ აუსრულდება“.
როგორ ხვდები, რომ Face-off-ი (პირისპირ დგომა) მოიგე?
„არასდროს იცი, მოიგე თუ არა ფეის-ოფი. მე არასდროს ვაფუძნებ ჩემს თავდაჯერებულობას მსგავს რაღაცებზე“.
რას იგებს ხალხი ყველაზე ხშირად არასწორად შენზე?
„ვფიქრობ, რასაც ყველაზე მეტად არასწორად იგებენ ჩემზე არის ის, რომ ქედმაღალს მეძახიან, თუმცა ამას თავდაჯერებულობაში ურევენ“.
რატომ აღმოჩნდა 1win შენთვის სწორი არჩევანი?
„ჩვენ ვიზიარებთ თავდაჯერებულობის, ამბიციისა და საზღვრების მუდმივად გაფართოების ერთსა და იმავე ღირებულებებს“.
საოცნებო დაპირისპირება - წარსულიდან ან აწმყოდან?
„საოცნებო დაპირისპირება წარსულიდან ან აწმყოდან... ბრიუს ლი“.
ჩემპიონობის ფასი, რომელზეც არავინ საუბრობს?
„ოჰ, რთული კითხვაა. საქმე იმაშია, რომ როცა რაიმე გზას იწყებ, გჯერა, რომ როგორც კი მიზანს მიაღწევ, ყველაფერი დასრულდება და საკუთარი თავის იძულება აღარ მოგიწევს. მაგალითად, ჩემი ოცნება მსოფლიო ჩემპიონობა იყო. და როცა მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, მეორე დილით, როცა გავიღვიძე, პირველი კითხვა, რაც საკუთარ თავს დავუსვი, იყო: „ახლა რა?“. ეს არ იყო საკმარისი. ასე რომ, საქმე იმაშია, რომ როგორც კი ოცნებებს ისრულებ, ხვდები, რომ ეს საკმარისი არ არის. ამიტომ ახლა სრულიად განსხვავებული აზროვნება მაქვს. უბრალოდ ვცდილობ, ვისიამოვნო აწმყოთი, ვისიამოვნო ცხოვრებით და ჩემს ბედნიერებას რაიმე მიზნებზე აღარ ვაფუძნებ“.
ყველაზე დაუფასებელი მებრძოლი ამჟამად?
„ყველაზე დაუფასებელი მებრძოლი ამჟამად... ალექსანდრე თოფურია, ჩემი ძმა“.
რა გაინტერესებს UFC-ის მიღმა?
„მაინტერესებს, რომ ვიყო შესანიშნავი მამა, შესანიშნავი შვილი, შესანიშნავი ძმა, შესანიშნავი მეგობარი. ეს არის ის მიზნები, რომლებიც ჩემი პროფესიული საქმიანობის მიღმა მაქვს“.
View this post on Instagram