ალექს პერეირა, პაულო კოსტა
Aa
Aa

„უკან თუ დავბრუნდი, ცხოვრებას დავუნგრევ“ - პერეირამ კოსტას უპასუხა

UFC-ში ერთი, ან თუნდაც სხვადასხვა დივიზიონის წევრი მებრძოლების სიტყვიერი დაპირისპირება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როდესაც ეს ერთი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ხდება, ცოტა უცნაური ამბავია. ყველაფერი პაულო კოსტას განცხადების შემდეგ დაიწყო, რომელიც ბოლო პერიოდია ქვემძიმე წონით კატეგორიაში დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის ჩანიშვნას ითხოვს, სადაც ერთ-ერთი მონაწილე თავად უნდა იყოს, რაზეც ჰანტერ კემპბელი და დენა უაითი უარს აცხადებენ. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს კი, კოსტამ საკუთარი უკმაყოფილების გამოთქმასთან ერთად, UFC-ის შეფები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და უარყოფით კონტექსტში ალექს პერეირაც ახსენა, რაზეც „პო ატანმა“ მაშინვე უპასუხა.

პაულო კოსტა

UFC 332-ზე სოლტ ლეიკ-სიტიში მთავარი ბრძოლის ჩანიშვნამ ვიცი რომ გულშემატკივრებს იმედები საშინლად გაუცრუა. არადა, რომ მოენდომებინათ, თავისუფლად შეიძლებოდა გაცილებით კარგი დაპირისპირება გვეხილა. პრობლემა იცით რაშია? UFC-ის მატჩმეიქერები ქვემძიმე წონაში დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლის ჩანიშვნას ერიდებიან - რას ვიზამთ, უცნაური დივიზიონია, სადაც ბევრი მებრძოლი ხელმისაწვდომი არ არის, რის გამოც სხვები ვზარალდებით.

მოგიყვეთ ჩემი ამბები? ჰანტერ კემპბელს ჯერ კიდევ მაისში ვთხოვდი მეჩხუბა, მაგრამ მაშინ მითხრა, რომ მომეცადა. შემდეგ მკითხეს, მზად ვიყავი თუ არა ივლისში მაგომედ ანკალაევთან შესახვედრად და ამაზე ვუპასუხე, რომ დაღესტნელთან დაპირისპირება მსურდა, მაგრამ ჩემთვის ხელსაყრელ დროს. ეს დროც დადგა, ჯერ UFC Noches-ზე ვითხოვე ბრძოლა, შემდეგ UFC 332-ზე, მაგრამ ორივე ვარიანტზე უარი მითხრეს. ხელშეკრულებით ერთი ბრძოლა დამრჩა და გაბრაზებულმა კემპბელს ვთხოვე, რომ კონტრაქტი გაეწყვიტათ, რაზეც უარი მითხრეს და განმიცხადეს, რომ არსად არ გამიშვებენ.

ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. გამაგებინეთ რა ესაქმება ალექს პერეირას ქვემძიმე დივიზიონის TOP 15-ში? ან რატომ არის მძიმე წონაში ჯოშ ჰოკიტზე წინ, მაშინ როდესაც ამ დივიზიონის სადებიუტო ჩხუბში სირილ განთან უშანსოდ დამარცხა?“

ალექს პერეირა

პაულო უცნაური ადამიანია, მან ისევ დაიწყო საუბარი იმის თაობაზე, რომ მე ჯერ კიდევ ქვემძიმე დივიზიონის TOP 15-ში ვარ. ათასჯერ ვუთხარი, რომ UFC-სთან მაქვს შეთანხმება, რომ ამ წონაში ნებისმიერ დროს შემიძლია ისევ ბრძოლის ჩატარება. ახლა მე თქვენ გეკითხებით რა გააკეთა კოსტამ UFC-ში? არ ვამბობ, რომ მე კარგი ვარ და ის ცუდი. უბრალოდ ჩახედეთ რამდენი ხანია საქმეში ვარ, რამდენი ბრძოლაა ჩემს ზურგუსკან და რამდენი რეკორდი მოვხსენი. იცით, რატომ ლაპარაკობს პაულო ამდენს? ხვდება, რომ თუ ჩემზე ისაუბრებს, მედიის ყურადღების ქვეშ მოხვდება და მისი პოპულარობა გაიზრდება. თუ სურს რომ ქვემძიმე წონაში დავბრუნდე და შევხვდე, მაშინ წინასწარ შეეგუოს, რომ ისე ვცემ, მისი ცხოვრება დაინგრევა.

ცნობისათვის,  39 წლის ალექს პერეირას მთავარი მოტივაცია სამი წონის ჩემპიონობაა, რისი პირველი მცდელობაც წარუმატებლად დაასრულა, რადგან თეთრი სახლის ღონისძიებაზე სირილ განთან ნოკაუტით დამარცხდა. რაც შეეხება პაულო კოსტას, ბრაზილიელი ოქტაგონში ბოლოს 2026 წლის 11 აპრილს შევიდა და აზამატ მურზაყანოვი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცუდი ადამიანია, მასზე აღარ მკითხოთ“ - უაითს ნგანუს გახსენება არ სურს
„ცუდი ადამიანია, მასზე აღარ მკითხოთ“ - უაითს ნგანუს გახსენება არ სურს