გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

„ხეტაფეს ფავორიტი“ | El Desmarque-ის ჟურნალისტმა ქოჩორაშვილზე დაწერა

El Desmarque-ის ჟურნალისტმა, დიეგო ოტერომ გიორგი ქოჩორაშვილთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ოტერომ დაადასტურა, რომ ქართველი ფეხბურთელი „ხეტაფეს“ რადარზე იმყოფება და ესპანურ კლუბს მის მიმართ დიდი ინტერესი აქვს.

„ნახევარდაცვის გასაძლიერებლად „ხეტაფეს“ ფავორიტი გიორგი ქოჩორაშვილია. მთავარ პრობლემას გარიგების ფინანსური მხარე წარმოადგენს. „ხეტაფესთვის“ ყველაზე მისაღები ვარიანტი ქოჩორაშვილის იჯარის წესით გადაყვანა და კონტრაქტში ხელშეკრულების გამოსყიდვის პუნქტის ჩადებაა.

გარდა ამისა, ქოჩორაშვილით რამდენიმე ესპანური კლუბია დაინტერესებული და მის გარშემო შექმნილ ვითარებას აკვირდებიან. თავად ფეხბურთელს ესპანეთში დაბრუნება ძალიან უნდა“, — წერს ოტერო.

ცნობისთვის, „სპორტინგმა“ ქოჩორაშვილი 5.5 მილიონ ევროდ იყიდა და მის სანაცვლოდ სწორედ ამ თანხის მიღება სურს. „ხეტაფეს“ გარდა, წარსულში ის „ლევანტეს“, „ჟირონას“, „სელტასა“ და „კასტელონს“ დაუკავშირეს. დაიწერა ისიც, რომ ქოჩორაშვილი „ოლიმპიაკოსის“ რადარზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთი კვარას ეკუთვნის, იამალზე და კეინზე გამორჩეული იყო | აგბონლაჰორის შეფასება
ოქროს ბურთი კვარას ეკუთვნის, იამალზე და კეინზე გამორჩეული იყო | აგბონლაჰორის შეფასება