ოქროს ბურთი კვარას ეკუთვნის, იამალზე და კეინზე გამორჩეული იყო | აგბონლაჰორის შეფასება
talkSPORT Sports Breakfast-ზე ოქროს ბურთის ნომინანტებზე წამყვანმა შებან აჰერნმა და „ასტონ ვილას'' ლეგენდამ, გაბრიელ აგბონლაჰორმა ისაუბრეს.
აჰერნმა აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მუნდიალზე არ უთამაშია, აგბონლაჰორმა უპასუხა: „ზუსტად, მაგრამ საქმეც იმაშია: მხოლოდ იმიტომ, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატზე არ ყოფილა, [ოქროს ბურთი] არ უნდა მიიღოს? თუ დაფიქრდებით, მთელი სეზონის განმავლობაში პსჟ-ის შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელი იყო. იგი იყო გამორჩეული მოთამაშე — უფრო მეტად ვიდრე ლამინ იამალი, უფრო მეტად ვიდრე ჰარი კეინი, უფრო მეტად ვიდრე ყველა დანარჩენი“.
კითხვაზე, თუ ვის აირჩევდა, ოქროს ბურთზე ხმის მიცემის უფლება რომ ჰქონოდა, აგბონლაჰორმა უპასუხა: „კვარაცხელიას. მე მას ავირჩევდი. ვფიქრობ, ის სწორედ ის მოთამაშეა, რომლის თამაშიც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა''.
ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 16 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 10 გოლი და 7 საგოლე პასია. პსჟ-ს ტრიუმფში გადამწყვეტი როლი შეასრულა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ სრულიად დამსახურებულად დასახელდა.