თორნიკე კვარაცხელია
Aa
Aa

ყველას თავბრუს ახვევს | BILD-ი თორნიკე კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშზე

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამომ'' ლიეტუვის „ჟალგირისს'' 3:0 მოუგო. მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო თორნიკე კვარაცხელია იყო, რომელმაც ბრწყინვალე დრიბლინგით შეტევა არაერთხელ გაამწვავა და მინდორი აპლოდისმენტების ფონზე დატოვა. კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს არაერთი ცნობილი გამოცემა გამოეხმაურა, მათ შორისაა გერმანული BILD-ი:

„პსჟ-ს ვარსკვლავის ძმა ყველას თავბრუს ახვევს! თორნიკე კვარაცხელიამ პსჟ-ს სუპერვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსმა ძმამ, კონფერენს ლიგაზე თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში საკუთარ თავზე დიდი ყურადღება მიიქცია. ლიეტუვური კლუბის "ჟალგირისის" წინააღმდეგ გამოსვლისას (3:0), ქართველმა ტოპ-ტალანტმა ისეთი თამაში აჩვენა, რომელმაც მისი ცნობილი ძმა გაგვახსენა.

მარცხენა გარემარბი ფლანგზე გამუდმებით აქტიურობდა, თამამად მიდიოდა მეურვესთან ერთ-ერთზე და თავისი სწრაფი დრიბლინგებით მეტოქის დაცვა სასოწარკვეთაში ჩააგდო. მის ცნობილ ძმასთან პარალელები აშკარა იყო. ზუსტად ისევე, როგორც ხვიჩას, თორნიკესაც უყვარს რისკი და სისწრაფის ხარჯზე მცველებს მარტივად უკან იტოვებს.

თორნიკეს განვითარებას მიუნხენის "ბაიერნიც" დიდი ხანია თვალს ადევნებს. მაისში გერმანიის რეკორდმაისტერის კამპუსში სინჯები გაიარა. მაშინ სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა დაადასტურა, რომ ქართველი მიუნხენში ვარჯიშობდა და ერთ საკონტროლო მატჩშიც კი მიიღო მონაწილეობა. იქაც შემტევმა ფეხბურთელმა ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა. "ბაიერნის" ლეგენდის, კლაუს აუგენტალერის გლობალური აკადემიის წინააღმდეგ 17-წლამდელთა შიდა ტესტ-მატჩში თორნიკემ შთამბეჭდავი გოლიც კი გაიტანა. მიუნხენელმა სკაუტებმა მას დიდი ტექნიკური პოტენციალი დაუდასტურეს.

მიუნხენში მყისიერი ტრანსფერი შეუძლებელია, რადგან თორნიკე ევროკავშირის მოქალაქე არ არაა, 18 წლის იუბილემდე მას "ბაიერნში" გადასვლის უფლება არ აქვს. მიუხედავად ამისა, ეს "მარგალიტი" მომავლისთვის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„3:0 კარგი შედეგია, მაგრამ დასრულებული არაფერია“ | ქეცბაიამ ჟალგირისთან მატჩი შეაფასა
„3:0 კარგი შედეგია, მაგრამ დასრულებული არაფერია“ | ქეცბაიამ ჟალგირისთან მატჩი შეაფასა