თემურ ქეცბაია, დინამო თბილისი
Aa
Aa

ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა | დინამო თბილისმა 21 წლის შემტევი დაიმატა

„დინამო თბილისმა“ ნიგერიელი ფეხბურთელი დაიმატა. თემურ ქეცბაიას გუნდი 21 წლის შემტევმა, მეთიუ გბომადუმ გააძლიერა, რომელიც ქართულ კლუბში გადასვლამდე „არარატ-არმენიას“, „ვანისა“ და „ეშტრელას“ ღირსებას იცავდა.

„დინამო თბილისმა“ ტრანსფერი ოფიციალური განცხადებით დაადასტურა და ფეხბურთელთან კონტრაქტი სამი წლით გაფორმდა. 2024 და 2026 წლებში მეთიუ გბომადუ სომხეთის თასისა და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

გბომადუმ სომხეთის ჩემპიონატში 68 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა. 21 წლის ფეხბურთელი მარჯვენა გარემარბია, თუმცა ცენტრალურ თავდამსხმელად და მარცხენა გარემარბად თამაშიც შეუძლია. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 200 000 ევრო გახლავთ.

ცნობისთვის, „დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იმყოფება და „ჟალგირისს“ ხვდება. პირველი შეხვედრა ქართულმა კლუბმა 3:0 მოიგო, განმეორებითი მატჩი კი 30 ივლისს, ლიეტუვაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარტივი ნაბიჯი არ ყოფილა“ | გუჯეჯიანმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
„მარტივი ნაბიჯი არ ყოფილა“ | გუჯეჯიანმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა