„თავი სუპერმენი ეგონა, მაგრამ სასტიკად სცემეს“ - რაიან გარსია თოფურიაზე
WBC-ის ვერსიით ქვესაშუალო წონის ჩემპიონი, მოკრივე რაიან გარსია არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა.
„კარგია, რომ თოფურიას მდგომარეობა უმჯობესდება, იმიტომ რომ მას სასტიკად სცემეს. ჩემი აზრით, ილიას ჩხუბის გეგმა საერთოდ არ ჰქონდა.
ილია სუპერმენი არაა, საერთოდ, სუპერმენი არავინაა - ყველა მეტოქეს სერიოზულად უნდა მიუდგე. ვფიქრობ, ილიამ ეს გაკვეთილი კარგად ისწავლა. იმედია, ის დაბრუნდება. მისი მოძულე არ ვარ, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობდა ის ჩემზე.
საკუთარ თავზე ილიას დიდი წარმოდგენა ჰქონდა. ეგონა, რომ კინგ კონგსაც გაუმკლავდებოდა. რაღაც ეტაპზე მან ისიც კი თქვა, რომ კანელოს დამარცხება შეუძლია. ახლა ყველამ ვიცით, რომ გეიჯიზე უკეთესი კრივიც კი არ აქვს. ილია შერეული ორთაბრძოლების კვალობაზე კარგი სტრაიკერია, მაგრამ ასევე არიან სტრაიკერები, რომლებსაც ის ვერ ამარცხებს. იმედია, ახლა თოფურია უფრო მოკრძალებული იქნება“.
ცნობისთვის, რაიან გარსიას პროფესიულ კრივში 25 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს. მიმდინარე წლის თებერვალში მან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მარიო ბარიოსი დაამარცხა და World Boxing Council-ის ვერსიით ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდა.