ანხელ დი მარია, ლიონელ მესი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„მისთვის ჭერი არ არსებობს“ - დი მარია თვლის რომ მესის ნაკრებში თამაში კიდევ შეუძლია

არგენტინის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ანხელ დი მარია თვლის, რომ ლიონელ მესის შეუძლია სანაკრებო კარიერა კიდევ რამდენიმე წლით გააგრძელოს.

„მან უნდა გააგრძელოს თამაში იმდენ ხანს, რამდენსაც მოისურვებს. ვფიქრობ, მას კიდევ ბევრი წელი შეუძლია თამაში. ვუყურებ ლეოს და ეს აშკარაა.

39 წლის ასაკში მან აჩვენა, რომ კვლავ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მისთვის არ არსებობს ზღვარი, არ არსებობს ჭერი“,

- განაცხადა დი მარიამ.

რამდენიმე დღის წინ არგენტინელთა ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა განაცხადა, რომ 39 წლის მესიმ ესპანეთთან წაგებული ფინალის (0:1) შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ეტაპზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ყველაფერს საბოლოოდ თავად მესი გადაწყვეტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები